kartlos » 03 май 2011, 14:17
AFONSKI.
"პირველად ვახსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა — ამათ თვისთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძისწული იაფეთისი, ძისა ნოესი", — წერს ლეონტი მროველი (1). შემდეგ იგი მოგვითხრობს, რომ ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შედეგად კაცობრიობა დაიყო სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე ერებად და მოეფინა ქვეყნიერებას. თარგამოსის ,,ნათვსავითურთ მისით დაემკვიდრა ორთა მათ მთათა შუა კაცშეუვალთა, არარატს და მასისსა". მაგრამ, რადგან ,,იყო ნათესავი მისი დიდი და ურიცხვი", თანდათან "ვერღარა იტევდა ქვეყანა არარატისა და მასისისა".
შემდეგ ლეონტი გვაუწყებს, რომ თარგამოსის წილხვედრი ქვეყანა იყო მთელი კავკასია და მან თავის რვა ვაჟიშვილს იგი დაუნაწილა საკუთარ ქვეყნებად. ლეონტი საკმაოდ ზუსტად ჩამოთვლის ამ ძმათა ქვეყნების საზღვრებს. მას არც იმის აღნიშვნა ავიწყდება, რომ მართალია, კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე მიწები (ე.ი. არა ჩრდილოეთი კავკასია, არამედ მის ჩრდილოეთით მდებარვ მხარეები) თარგამოსის წილხვედრი არ ყოფილა, მაგრამ თარგამოსმა ისინი მაინც გაუნაწილა თავის ვაჟებსო. თუ როგორ მოხდა ეს, ამას ქვემოთ განვმარტავ.
ჯერ კი ვრთ დიდმნიშვნელოვან საკითხზე შევჩერდები. ესაა საკითხი ჰაოსის უფროსი ძმობის. ანუ ყველა სხვა ძმასთან, მათ შორის, ქართლოსთან უპირატესობის აღიარებისა. ამის შესახებ ვრცელი ლიტერატურაა შექმნილი და მისი განხილვა ცალკე, საგანგებო კვლევის საგანია. ამიტომ ამჯერად მხოლოდ ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამ. ვფიქრობ ჰაოსის უფროსობასთან კავშირში უნდა გავიაზროთ ქართლში დიდი ხნის განმავლობაში სომხური ენის ძირითად ენად აღიარება ლეონტის მიერ.
ლეონტის თანახმად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართლში მრავალი უცხო ტომის ხალხი შემოიხვვწა და მათ შორის ერთადერთი, ვინც თხოვნით მოვიდა და აქ დასახლდა, იყო ნაბუქოდონოსორისგან ლტოლვილი ებრაელობა, ქართველებმა ქართული ენა შემოიღეს.
"აქამომდის ქართლოსიანთა ენა სომხური იყო, რომელსა ზრახვიდეს, ხოლო ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხვნი ნათესავნი ქართლსა შინა, მაშინ ქართველთაცა დაუტევეს ენა სომხური. და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული"(2).
,,ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხვნი ნათესავნი ქართლსა შინა", ამ წინადადებით ლეონტი აჯამებს თავის წინარე მსჯელობას: ,,და იყვნვს ესე თურქნი და ქართველნი ნებისმყოფელი ერთმანერთისა, მოელოდეს მოსლვასა სპარსთასა, ამაგრებდეს ციხეთა და ქალაქთა. მას ჟამსა შინა სადათაც ვინ მოვიდის ძვირის-მოქმედთაგან საბერძნეთით. გინა ასურით ოტებული, გინა ხაზარეთით, ყოველივე დაიმეგობრიან ქართველთა შემწეობისათვის სპარსთა ზედა" (3).
შემდეგ ლეონტი წერს: მართალია, "შეიქმნა ენა ქართული", მაგრამ ქართლში ბევრი სხვადასხვა ერის ხალხი ცხოვრობდა და ამიტომ "იზრახებოდა ქართლსა შინა ექუსი ენა: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძნული" (4).
ვფიქრობ, ლეონტის აქ ასახული აქვს იმის გამოძახილი, რაც დაახლოებით ნაბუქოდონოსორის დროს, 2500-2600 წლის წინათ, მოხდა საქართველოს მეზობლად — სომხეთში. კერძოდ, სწორედ ამ დროს განიცადა სომხეთმა ინდოევროპული ტომების ისვთი მძლავრი შემოსევები, რომ ძველი სომხური — კავკასიური ეთნოსი, ახალმა — ინდოევროპულმა შეცვალა, და ამდენად შეიცვალა ძველი სომხური — კავკასიური ენა, ინდოევროპულ-სომხური ენით. ამ დიდი ცვლილების გამოძახილია უთუოდ ლეონტის მიერ დახატული სურათი ქართლში უცხო ტომთა მოძალებისა და იქ ექვსი ენის გავრცელებისა. და ამავე ცვლილების ანარეკლია ცნობა ქართველთა მიერ ქართული ენის შექმნისა. ასე, რომ უწინდელი სომხური ენა ყველა თარგამოსიანის, ყველა ღვიძლი ძმის ენა იყო და ამდენად იგი ქართულიც იყო, მაგრამ ახალი ó ინდოევროპული სომხური უკვე უცხო გახდა ქართველებისათვის, რადგან ქართლი გადაურჩა გაინდოევროპელობას.
"მაშინ ქართველთაცა დაუტევეს სომხური", — წერს ლეონტი. სინამდვილეში კი პირიქიო მოხდა, სწორედ სომხებმა დაუტევეს სომხური, ე.ი. თავისი ძველი კავკასიურ-სომხური ენა და იწყეს მეტყველება ახალ — ინდოევროპულ სომხურზე. ასე, რომ კავკასიელი სომხვბისა და ინდოევროპელთა ტომების შერევის შედეგად, ინდოევროპელთა უპირატესობით წარმოიუვა ახალი ერი, ტომით ინდოვვროპული, მაგრამ ქართველები მას ძველ სახელს — სომეხს უწოდებენ კვლავაც, ხოლო მათ ენას ასევე უწინდებურად — სომხურს.
რა თქმა უნდა, ენა ერთი ხელის დაკვრით არ იქმნება და ლეონტის ნათქვამი ,,და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული" ისე არ უნდა გავიგოთ. თითქოს ქართველები ჯერ უცხო — სომხურ ენაზე ლაპარაკობდნენ და მერე უცებ ქართულ ენაზე ამეტყველდნენო. არა, ამით ლეონტი გვეუბნება, რომ მას შემდეგ. რაც ქართველებისათვის სომხური უცხო გახდა, — ახალი ინდოევროპული ტომების შემოსვვების შედეგად, ქართველებს აღარ ესმოდათ ის ენა და აღარც შეეძლოთ თავისი, მშობლიური ენისთავის ძველებურად სომხური ეწოდებინათ. აი, ამიტომ უწოდეს, არსებითად იმავე ენას, რომელზედაც თავიდანვე მეტყველებდნენ, ქართული. რატომ მაინც და მაინც ქართული და არა მეგრული ან ჰერული? ჰეროსი და ეგროსი ხომ ასევე ძმები იყვნენ? თეორიულად, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ნებისმიერი შვიდი ძმის სახელი წოდობოდა ენას, მაგრამ მაინც და მაინც ქართული რომ ეწოდა, ეს იმის უცილობელი ნიშანია, რომ სწორედ ქართლი იყო მაშინ დაწინაურებული, ფართო გაგებით კულტურულად და ენასაც ამიტომ ქართული ეწოდა.
ასე რომ, ძველი, დაახლოებით 2500 წლის წინანდელი სომხური და სომხეთი ისეთივე ქართული და საქართველო იყო, როგორც თვით ქართული და ქართლი არსებითად იყო სომხური და სომხეთი, ანუ სომეხი და ქართველი ერთი ტომის ხალხი, ერთი ერი იყო და მათ ენაც ერთი ჰქონდათ დასაბამიდან. ამის შემდეგ ისიც გასაგებია, თუ რატომ ჰაოსს ახსენებს ლეონტი პირველად, — უფროს ძმად და არა ქართლოსს. ამით ლეონტი გვეუბნება, რომ თავიდან სწორედ ჰაოსი, ე.ი. რვა ძმათაგან ერთ-ერთი კავკასიელი და არა ინდოევროპელი, დაწინაურებულია, მას უთავია თარგამოსიანთა — ღვიძლ ძმათა გაერთიანება (პერსპექტივაში) ერთ სახელმწიფოდ, მაგრამ დიდი ქარტეხილების შედეგად ჰაოსმა დაკარგა ეს მისია და თვით მშობლიური ენაც კი, იქცა რა სხვა მოდგმის ტომად. შემდგომში, უკვე ახალი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში ინდოევროპულმა სომხეთმა ერთხელ კიდევ სცადა კავკასიის გაერთიანება, მაგრამ აქაც გარეშე შემოსევების გამო მან ვერ მიაღწია მიზანს და იმდენად გაჩანაგდა, რომ საერთოდ დაკარგა სახელმწიფოებრიობა, რაც მხოლოდ ასევე გარეშე ძალებზე დაყრდნობით (საქართველო, რუსეთი) აღიდგინა საუკუნეების შემდგომ. ასე რომ სომხეთმა ვერც მისი კავკასიური რასის სახით და ვერც ინდოევროპული რასის სახით ვერ მიაღწია კავკასიაში პირველობას.
ასე მესახება ლეონტი მროველის თვალსაზრისი და, ამდენად, მიმაჩნია, რომ მისი ე.წ. "არმენოფილობა", რასაც მას მიაწერენ მკვლევარები სრულიად უსაფუძვლოა. თუ აქ წარმოდგენილი თვალსაზრისით განვიხილავთ ლეონტი მროველის ცნობებს სომხებისა და სომხეთის შესახებ, ვფიქრობ, იქ პრინციპულ წინააღმდეგობებს ვერ ადმოვაჩენთ. ვამბობ პრინციპულს, რადგან არა არსებითი უზუსტობანი, შესაძლოა თვით ლეონტისაც მოსვლოდა და უფრო კი მის გვიანდელ გადამწერლებს უნდა დაეშვა, რაც ჩვეულებრივი ამბავია საერთოდ ისტორიოგრაფიაში.
ამრიგად, ნოეს შთამომავალნი, თარგამოსის ვაჟები: ჰაოს, ქართლოს, ბარდოს, მოვაკან, ლეკ, ჰეროს, კავკას, ეგროს — არიან ღვიძლი ძმები. თეორიულად სავსებით შესაძლებელი იყო ყოველი მათგანი გამხდარიყო ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს აღმაშენებელი, მაგრამ ისტორიულმა ვითარებამ ეს მისია ჯერ ჰაოსს დააკისრა, შემდეგ ქართლოსს, რომელმაც კიდეც შეასრულა იგი. თუმცა მხოლოდ X11-X1V საუკუნეების ფარგლებში...
краткий перевод
армяни поивилис на територий урарту VI веке д.н.е. они присвоили етнарха хаика, живший на етоий теритотий гдето 2500 лет тому назад до поивления армян,ето сделал мовсес хоранеций в своеий скаске "историа армений" (особенно его началная часть как отмечает знаменитий леронман).
армяни ранше грузин называлий т.е. по грабару "Ураций".
армяний большие мастера исползовать сильние государство в своих интересах.